"მთავარი არხის" მეწილე გიორგი რურუა "ფორმულას" წერილს უგზავნის. წერილში რურუა მის მიმართ გამოტანილ განაჩენს აბსურდულს უწოდებს.
"ვუსურვებ "ფორმულას" ასეთივე შემართებით ბრძოლის გაგრძელებას რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ. რაც შეეხება ჩემს აბსურდულ განაჩენს, ღიმილის მომგვრელია.
ამასწინათ ლევან ბერძენიშვილს ვუსმენდი ტელევიზორში, რომელმაც ივანიშვილთან შეხვედრის ძველი ამბავი გაიხსენა. ბიძინას უთქვამს, რომ ჭკვიანი კაცი ციხეში არ მოხვდებაო. არ ვიცი მე ბიძინა ჭკვიან ადამიანად მთვლის თუ არა, მაგრამ პირველი, ვინც გამახსენდა პატიმრებიდან, პავლე მოციქული იყო, რომელმაც არაერთი ციხე-ტანჯვა და ბორკილები გამოიარა თავისი რწმენის გამო. გავიმეორებ პავლე მოციქულის სიტყვებს: თუ ჩვენ მხარეს არის სიმართლე, მაშინ ვინ არის თქვენს მხარეზე. დიდ პატივისცემას და სიყვარულს გამოვხატავ თქვენდამი, როგორც სამართლიანობისა და ქვეყნისათვის ავანგარდში მებრძოლ გუნდის მიმართ.
თქვენი ერთგული მაყურებელი, პოლიტპატიმარი გიორგი რურუა", - წერს რურუა.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ "მთავარი არხის" მეწილე გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო. მოსამართლემ რურუას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.