logo
ENG



ჩემი თავისუფლება დღეს აჭარის ტელევიზიის თავისუფლებაზე გადის - არხის მხარდამჭერი აქცია

07 მარ 202020:34
3 წუთის საკითხავი
 
ygeagawp190qapp.jpg

„ჩემი თავისუფლება დღეს აჭარის ტელევიზიის თავისუფლებაზე გადის“ - ამ სლოგანით  ჟურნალისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების აქცია ქუთაისში გაიმართა. აქციის მონაწილეების თქმით, ქართული ოცნება აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების გუნდს მიზანმიმართულად ებრძვის, რომელიც ურთულეს გარემოში არ ღალატობს მაყურებელს და ემსახურება საზოგადოებას.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიიდან საინფორმაციო გამოშვების წამყვანი, თეონა ბაკურიძე გაათავისუფლეს. მაუწყებლის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის გადაწყვეტილებით, ბაკურიძე 9 მარტიდან მთავარ საინფორმაციო გამოშვებას ვეღარ წაიყვანს. მიზეზად კი ტელეწამყვანის მხრიდან დაუმორჩილებლობა სახელდება.

ტელევიზიაში კრიზისი მაშინ დაიწყო, როცა მრჩეველთა საბჭოს დირექტორად გიორგი კოხრეიძე აირჩიეს და მან რეორგანიზაცია დაიწყო. ტელევიზიის მიღმა დარჩნენ კოხრეიძის მოადგილე, ნათია ზოიძე, ასევე საინფორმაციო სამსახურის ერთი პროდიუსერი და მთავარი გამოშვების პროდიუსერი.


close დახურვა