logo
ENG



ჩემი ცოლის დაქალები გადაღებებს წყვეტს

18 მარ 202016:34
3 წუთის საკითხავი
 
z30x4in1wuncci5.jpg

კორონავირუსთან დაკავშირებით სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“ გადაღებებს წყვეტს, ამის შესახებ განცხადებას სერიალის ფეისბუქის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„მეგობრებო, ვიცით ყველა მოუთმენლად ელოდებით ჩემი ცოლის დაქალების ახალ სერიებს, თუმცა, სამწუხაროდ, უნდა გაცნობოთ, რომ იძულებულები გავხდით დროებით შეგვეჩერებინა გადაღებები.

ამ დრომდე 3 გადამღები ჯგუფი მუშაობდა ყოველდღე, რათა ყოველ პარასკევს, შაბათს და კვირას თქვენამდე მოგვეტანა ის, რაც ასე ძალიან გვიყვარს. თუმცა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები გვაიძულებს, შევწყვიტოთ სამუშაო პროცესი. ჩვენ თავს ვალდებულად ვთვლით, ვიზრუნოთ ჩვენი თანამშრომლების ჯანმრთელობაზე და მაქსიმალურად შევზღუდოთ ვირუსის გავრცელების რისკი.

დავბრუნდებით, როგორც კი ეს შესაძლებელი გახდება.

მანამდე კი შეგიძლიათ თვალი გადაავლოთ ჩემი ცოლის დაქალების ყველა არსებულ სერიას ჩვენს ოფიციალურ საიტზე: dakalebi.ge

სერიალის დაბრუნების ზუსტი თარიღი დაიდება ჩვენს Facebook გვერდზე.

გაუფრთხილდით თავს, დაიცავით რეკომენდაციები.

გისურვებთ ჯანმრთელობას“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 38 შემთხვევაა დაფიქსირებული. კარანტინის რეჟიმში 1130 მოქალაქეა, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 81. 

გარდა ამისა, საქართველოს მთავრობამ მოსახლეობას მოუწოდა გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში არ გავიდნენ სახლიდან.


close დახურვა