logo
ENG



ჩემი ცოლის დაქალები იწყება !

25 ოქტ 201921:03
3 წუთის საკითხავი
 
6lt2dcp3hfx0apy.jpg

ჩემი ცოლის დაქალები იწყება - ამ ახალ ამბავს სერიალის ერთგული მაყურებელი, ანუ გადაუჭარბებლად მთელი საქართველო ელოდა. ცოტნე ცოტაშვილი ანაფორას იხდის, ბაქარს პოლიტიკური ამბიციები უმძაფრდება, თენგო ნიგაძაევთან გადადის, - როგორ ვითარდება ოჯახის წევრებად ქცეული გმირების ცხოვრება, მაყურებელი ყოველ პარასკევს, შაბათს და კვირას დღეიდან გაიგებს.

8 წელია, „ფორმულა კრეატივი“ ყველაზე წარმატებულ სატელევიზიო პროდუქტს ქმნის და ახლა გულშემატკივრებს ახალ სატელევიზიო არხზე, „ფორმულაზე“ ელოდება. და კიდევ ერთი დეტალი, რაც მაყურებელს ასევე გაახარებს, სერიალი ეთერში ზუსტად 22 საათზე გავა.  

ერთ საათზე ცოტა მეტი დრო რჩება და ფორმულას მაყურებელი ჩემი ცოლის დაქალების 16-ე სეზონის პირველ სერიას ნახავს. ახალი სეზონის სერიები ყოველ პარასკევს, შაბათსა და კვირას „ფორმულას“ ეთერში გავა.

პოპულარული ქართული სერიალის გადაღებები რამდენიმე მისამართზე ყოველ დღე მიმდინარეობს. 

ჩემი ცოლის დაქალების პირველი სერია 2011 წელს გავიდა ეთერში და პოპულარული მალევე გახდა - „რუსთავი 2-დან“ წამოსვლისა და რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ სერიალი  საზოგადოებისთვის ააქტულურ თემებს,  ისევ  მიუბრუნდება და ისევ ყველა თაობის მაყურებლისთვის იქნება საინტერესო.  

 

 


close დახურვა