logo
ENG



ჩემპიონატის მსვლელობისას, ერთ-ერთი მოჭიდავის მამა გარდაიცვალა

01 მარ 202023:32
3 წუთის საკითხავი
 
jksp64nqhirmmqr.jpg

საქართველოს ჩემპიონატის მსვლელობისას, ერთ-ერთი მოჭიდავის მამა გოჩა მარიამიძე გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.

შემთხვევა 29 თებერვალს თბილისში მოხდა. საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების ყოფილი წევრის, ლუკა მარიამიძის მამას გულის შეტევა ჰქონდა.

„ლუკა დღეს დილით დილით დარბაზში მივიდა და გამოაცხადა, რომ აუცილებლად იჭიდავებდა. მამამისის სულის პატივსაცემად. საღამოს ხალიჩაზე გავიდა, სუფთად მოიგო და საქართველოს ჩემპიონი გახდა. მერე კი ვეღარ გაუძლო ემოციებს“, - წერია ფედერაციის Facebook-გვერდზე.

ლუკა მარიამიძე ჭაბუკთა ნაკრების წევრი იყო. ახლა იგი ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაშია.


close დახურვა