ჩემპიონთა ლიგაში მერვედფინალური ეტაპი, რომელიც ისტორიაში პირველად, ნახევარ წელიწადს გაგრძელდა, დასრულდა.
შესაბამისად, ცნობილია ყველა მეოთხედფინალური წყვილი და მათი თითომატჩიანი დაპირისპირებების ჩატარების თარიღებიც, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება:
“ატალანტა” – “პსჟ” 12 აგვისტო
“ლაიფციგი” – “ატლეტიკო” 13 აგვისტო
“ბარსელონა” – “ბაიერნი” 14 აგვისტო
“მანჩესტერ სიტი” – “ლიონი” 15 აგვისტო
კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პაუზის გამო, ტურნირის ფორმატი შეიცვალა და 1/4-ფინალური ეტაპის შემდეგ, ყველა დუელი თითომატჩიანი იქნება და ყველა შეხვედრა პორტუგალიის დედაქალაქში ჩატარდება.