კორონავირუსით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, დღეს, 7 ივლისს ჩემპიონთა ლიგა 1/8-ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩებით განახლდება.
დღეს ორი მატჩი გაიმართება, კერძოდ კი ტურინის "იუვენტუსი" , რომელმაც პირველი მატჩი სტუმრად 0:1 დათმო, "ლიონს" უმასპინძლებს და შემდეგ ეტაპზე გასვლას შეეცდება.
დღის ცენტრალური მატჩი კი "მანჩესტერ სიტისა" და მადრიდის "რეალის" დაპირისპირება იქნება. "სიტიმ" პირველი მატჩი მადრიდში 2:1 მოიგო და მადრიდელთათვის საქმე რთულად არის.
დანაკლისი ორივე გუნდში დიდია, მადრიდელებს გუნდის კაპიტანი - სერხიო რამოსი და გარეტ ბეილი დააკლდებათ, "სიტის" კი სერხიო აგუერო და ბენჟამინ მენდი.
ორივე დაპირისპირება თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.