კორონავირუსის გამო პრობლემა ჩემპიონთა ლიგის მორიგ მატჩს შეექმნა. კოსოვოს ჩემპიონის შემადგენლობაში ტესტზე დაფიქსირებული დადებითი შედეგების გამო, პრესაკვალიფიკაციო ეტაპის საფინალო თამაში “დრიტასა” და “ლინფილდს” შორის გადაიდო.
ინფორმაციას UEFA-ს ოფიციალური გვერდი ავრცელებს. “დრიტას” ყველა მოთამაშე კარანტინში გადაიყვანეს. როგორც ცნობილია, დღეს ჩასატარებელი დაპირისპირება 14 აგვისტომდე უნდა გაიმართოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კოსოვოელებს ტექნიკური წაგება – 0:3 ჩაეთვლებათ.
წილისყრის თანახმად, კოსოვოსა და ჩრდ. ირლანდიის ჩემპიონს შორის გამარჯვებული ჩემპიონთა ლიგაზე “ლეგიას” დაუპირისპირდება.