logo
ENG



ჩენცოვი: ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების განაცხადი EU-ს წარმომადგენელს გადავეცით

01 მარ 202208:27
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/01/oay9j7uxc1bfz80.png
Vsevolod Chentsov

უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მისიის ხელმძღვანელი, ვსევოლოდ ჩენცოვი აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გუშინ ხელმოწერილი წევრობის განაცხადი ევროკავშირის წარმომადგენლობას უკვე გადასცა. მისი თქმით,  აპლიკაცია დარეგისტრირებულია და პროცესი დაიწყო.

„უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების  განაცხადი, რომელსაც ხელი პრეზიდენტმა ზელენსკიმ მოაწერა, ევროკავშირში საფრანგეთის მუდმივ წარმოადგენელს, ფილიპ ლეგლის-კოსტას გადავეცი.ის ევროპულ საბჭოში საფრანგეთს წარმოადგენს.

განაცხადი დარეგისტრირდა. პროცესი დაიწყო.“ - ტვიტერზე წერს ვსევოლოდ ჩენცოვი.

გუშინ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადს ხელი ოფიციალურად მოაწერა. 

დოკუმენტი რადას დეპუტატმა ოლექსი გონჩარენკომ გაავრცელა. 

24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. თვალი ადევნეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს აქ - რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო - განახლებადი.


close დახურვა