რუსი ოკუპანტების თავდასხმის შედეგად, ჩერნიგოვში კორპუსის ნანგრევებიდან 33 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს.
შინაგან საქმეთა მინისტრის ანტონ გერაშენკოს ინფორმაციით, კორპუსი საავიაციო თავდასხმის შედეგად ჩამოინგრა. მისივე თქმით, ნანგრევებიდან ამოყვანილია 18 დაშავებული.
სროლის გამო მაშველები ვერ ახერხებენ სამაშველო ოპერაციის გაგრძელებას. გარდა ამისა, რუსულმა ავიაციამ ჩერნიგოვში 2 სკოლა და კერძო საცხოვრებელი სახლი დაბომბა.