ჩერნიგოვის პოლიციის ინფორმაციით, დღეს ოკუპანტები მშვიდობიან მოსახლეობას მძიმე არტილერიით თავს დაესხნენ და ცეცხლი გაუხსნეს.
თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია რამდენი ადამიანია დაღუპული. გარდაცვლილებს შორის ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეც არის.
დაჭრილები პოლიციის დახმარებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია.