ღამით რუსულმა ძალებმა ჩერნიჰივის ოლქზე საჰაერო იერიში მიიტანეს. დაბომბვის შედეგად ნოვგოროდ-სევერსკიში 3 ადამიანი დაიღუპა, 14 კი დაშავდა. ინფორმაციას ნოვგოროდ-სევერსკის ქალაქი საბჭო ავრცელებს.
საბჭოს თავმჯდომარის, ლუდმილა ტკაჩენკოს თქმით, ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა და მისი სხვა კლინიკაში გადაყვანა შეუძლებელია. როგორც მან აღნიშნა, მათ, ვისაც მსუბუქი დაზიანებები აქვს, ადგილობრივ საავადმყოფოში მკურნალობენ.
ღამით ჩერნიჰივის ოლქზე რამდენიმე საჰაერო იერიში განხორციელდა.