ჩერნობილის ატომურ სადგურთან ხანძარია. ცეცხლი მწვანე საფარს უკიდია. ინფორმაციას ამის შესახებ გამომცემლობა „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ხანძრის ჩასაქრობად 90 მეხანძრე და ორი სახანძრო თვითმფრინავი მუშაობს. ხანძრის ჩაქრობა ამ ეტაპზე ვერ ხერხდება და არც მისი გამომწვევი მიზეზებია ცნობილი.
ეს ტერიტორია 1986 წლის ავარიის დროს დაბინძურდა და დღესაც რადიაციულად საშიშ ზონად ითვლება.