ჩეჩნეთში გამოცემა Novaya Gazeta-ს ჟურნალისტს ელენა მილაშინასა და ადვოკატ ალექსანდრ ნემოვს თავს დაესხნენ. გამოცემის ინფორმაციით, აეროპორტიდან გროზნოში მიმავალი ავტომობილი, რომელშიც მილაშინა და ნემოვი ისხდნენ, ნიღბიანმა პირებმა გააჩერეს. ორივე მათგანი სასტიკად სცემეს, გაანადგურეს ტექნიკა და დოკუმენტები.
ცენტრ მემორიალის განცხადებით, ჟურნალისტსა და ადვოკატს ურტყეს ფეხები, მათ შორის სახეში, ემუქრებოდნენ მოკვლით, დაადეს იარაღიც. ცემის დროს კი ეუბნებოდნენ: "გაფრთხილებდნენ. წადით აქედან და არაფერი დაწეროთ".
ცენტრის ინფორმაციით, ნემოვს უჭირს მოძრაობა და საუბარი, მილაშინას მოტეხილი აქვს თითები.
"ჟურნალისტს მთელ სხეულზე აქვს სისხლჩაქცევები, თავი გადაპარსული აქვს და მთლიანად ბრილიანტის მწვანეშია. მისი ასეთ მდგომარეობაში გადაყვანა სპეციალური ტრანსპორტის გარეშე არ შეიძლება, ამბობენ კოლეგები", - წერს მემორიალი.
Novaya Gazeta-ს ინფორმაციით, მილაშინამ გონება რამდენჯერმე დაკარგა.
Elena Milashina, a journalist from Novaya Gazeta (Noble Peace Prize 2021), arrived to Chechnya today to attend a court hearing in a bogus prosecution case. Armed masked men viciously beat & abused her and a lawyer working on the case. Both are in hospital w injuries @hrw pic.twitter.com/fUCUvbQAmu
მილაშინა და ნემოვი გროზნოში ზარემა მუსაევას განაჩენის გამოცხადებაზე ჩავიდნენ. ზარემა მუსაევა არის აბუბაკარ იანგულბაევის, "წამების წინააღმდეგ კომიტეტის" ყოფილი ადვოკატისა და ჩეჩნური ოპოზიციური მოძრაობა "ადათის" ერთ-ერთი დამფუძნებლის, იბრაგიმ იანგულბაევის დედა.
2022 წლის იანვარში ჩეჩნეთის უსაფრთხოების ძალებმა მუსაევა ნიჟნი ნოვგოროდში გაიტაცეს და ჩეჩნეთში წაიყვანეს. იგი 15 დღით დააკავეს, შემდეგ კი გროზნოს წინასწარი დაკავების იზოლატორში პოლიციელზე ძალადობის ბრალდებით გადაიყვანეს. ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ ნიჟნი ნოვგოროდიდან გადმოყვანისას მუსაევა თითქოს "თავს დაესხა პოლიციელს და კინაღამ თვალი დააკარგვინა".