ჩეჩნეთში გამოძიებამ რამზან კადიროვის ბიძაშვილის საქმიანობის შესწავლა დაიწყო. გროზნოს ყოფილი მერით, ისლამ კადიროვით სამართალდამცველები მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც ადგილობრივმა მედიამ სკანდალური ვიდეო ჩანაწერები გაასაჯაროვა.
კადრებში ჩანს, თუ როგორ იყენებს მაშინდელი მერი, დანაშაულში ეჭვმიტანილი პირების წინააღმდეგ ელექტროშოკსა და დაშინებას. ადამიანების მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტები ყოფილი მაღალჩინოსნის პირადი პრესსამსახურის მიერაა გადაღებული.
სრული მასალა კი 8 საათის ხანგრძლივობისაა. ისლამ კადიროვი გროზნოს მერის თანამდებობას 2012 წლიდან 2015 წლამდე იკავებდა.