ჩეხეთი, ნიდერლანდები და პორტუგალია უკრაინას საბრძოლო დახმარებას მიაწვდიან.
NATO-ს წევრმა სამმა ქვეყანამ განაცხადა, რომ გააძლიერებს უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ჩეხეთი უკრაინას 8.5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების იარაღს და საბრძოლო მასალას მიაწვდის.
მანამდე ბელგიამაც განაცხადა, რომ უკრაინას 2 000 ტყვიამფრქვევსა და 3 800 ტონა საწვავს მიაწვდის, გერმანია კი 1000 ანტი-სატანკო იარაღს და 500 სტინგერს (საჰაერო თავდაცვის სისტემას) გაგზავნის.