ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოზე განხორციელებულ კიბერშეტევებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და სხვა ქვეყნების შეშფოთებას უერთდება.
„ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს 2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოზე განხორციელებულ კიბერშეტევებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვფლობთ ამ საქმეზე პირველად დადასტურებულ მტკიცებულებებს, არ გვაქვს მიზეზი ეჭვი შეგვეპაროს ჩვენი პარტნიორების მიერ გაკეთებულ შეფასებებში“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე 2019 წელს განხორციელებულ კიბერშეტევაზე ისაუბრა. როგორც ირკვევა ქვეყნის სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასა და მედია საშუალებებზე კიბერშეტევა რუსეთის მიერ განხორციელდა.