logo
ENG



ჩეხეთში ათასობით ადამიანი კვლავ პრემიერის გადადგომას ითხოვს

18 დეკ 201912:24
3 წუთის საკითხავი
 
deql8udo1sp34ud.jpg

ათასობით ადამიანი ჩეხეთში კვლავ პრემიერის გადადგომას ითხოვს. პრაღის ცენტრში სამოქალაქო აქტივისტებმა მორიგი დემონსტრაცია გამართეს. ანდრეი ბაბიშის წინააღმდეგ გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც ჩეხეთის პოლიციამ გამოძიება განაახლა მისი ერთ-ერთი კომპანიის მიერ ევროკავშირის სუბსიდიის უკანონო მითვისებასთან დაკავშირებით.

განცხადება ევროკომისიამაც გააკეთა. ანდრეი ბაბიში მათ ინტერესების კონფლიქტში დაადანაშაულეს. საპროტესტო გამოსვლების მიუხედავად, პრემიერი გადადგომას არ აპირებს. მისი პარტია კი მაღალ რეიტინგს ინარჩუნებს.

 


close დახურვა