logo
ENG



ჩეხეთში პრემიერ-მინისტრის გადადგომას მოითხოვენ

11 დეკ 201912:32
3 წუთის საკითხავი
 
3s9hj0rg1gkxi5g.jpg

ჩეხეთში პრემიერ-მინისტრის გადადგომას მოითხოვენ. პრაღის ცენტრალურ მოედანზე გამართულ საპროტესტო აქციაში 60 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. დემონსტრანტები ანდრეი ბაბიშს კორუფციაში, საზოგადოების მოტყუებასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ.

მასშტაბური პროტესტის მიზეზი ევროკომისიის აუდიტის დასკვნა გახდა, რომელშიც წერია, რომ ბაბიშის კუთვნილი ჰოლდინგი სუბსიდიებს უკანონოდ იღებს. ბრიუსელის შეფასებით, ჩეხეთის პრემიერის ბიზნესსა და პოლიტიკურ როლს შორის ინტერესთა კონფლიქტი არსებობს.

მორიგი აქცია ბაბიშის წინააღმდეგ პრაღაში 17 დეკემბერს გაიმართება.


close დახურვა