logo
ENG



ჩეხეთში სროლას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა

10 დეკ 201913:55
3 წუთის საკითხავი
 
eww1es30gf54o1f.jpg

6 ადამიანი ემსხვერპლა სროლას ჩეხეთის საავადმყოფოში. თავდასხმა ქალაქ ოსტრავაში მოხდა. შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი კლინიკის ამბულატორიულ განყოფილების მოსაცდელში გახსნა. ის სამართალდამცველებს ამ დრომდე არ დაუკავებიათ.

გავრცელებული ცნობით, ეჭვმიტანილს წითელი ქურთუკი აცვია. სროლის შემდეგ საავადმყოფოს სრული ევაკუაცია განხორციელდა.  შემთხვევის ადგილზე მიემგზავრებიან ჩეხეთის პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი, ჯანდაცვის მინისტრმა კი საზღვარგარეთ ვიზიტი შეწყვიტა.


close დახურვა