ჩეხეთში წყალდიდობას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაკარგულადაა მიჩნეული - სტიქიას ქვეყნის ჩრდილოეთ რაიონებში ებრძვიან.
მაშველები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ დატბორილ ზონებში ჩარჩენილი ადგილობრივების გადასარჩენად. მათ წყლით დაფარული სახლებიდან და ნიაღვარში მოყოლილი მანქანებიდან 40-მდე ადამიანი გაიყვანეს.