logo
ENG



ჩეხეთში ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ

10 ივნ 202014:53
3 წუთის საკითხავი
 

ჩეხეთში ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციები გაიმართა. საპროტესტო გამოსვლები მოძრაობა „დემოკრატიის მილიონმა მომენტმა“ 100-ზე მეტ დასახლებაში, მათ შორის პრაღაში მოაწყო.

ქვეყნის დედაქალაქის მთავარ მოედანზე 1500-მდე ადამიანი პირბადეებით მივიდა. ისინი კორონავირუსის პანდემიის პირობებში მთავრობის არაეფექტურ ქმედებებს აპროტესტებდნენ. 

კორონავირუსის გავრცელების საწყის ეტაპზე ქვეყანაში თავდაცვის საშუალებების კრიზისი შეიქმნა. დემონსტრანტების თქმით, მარაგების შესავსებად მთავრობამ ჩინეთისგან ნიღბები შეუსაბამოდ მაღალ ფასად შეისყიდა და პროცესი გამჭირვალე არ იყო.


close დახურვა