logo
ENG



ჩვენ გვატყუებენ - მეშახტეების პროტესტი გრძელდება

25 თებ 202009:07
3 წუთის საკითხავი
 

ტყიბულში გაფიცვა გრძელდება. ძიძიგურის შახტზე დასაქმებულები ეჭვობენ, რომ კომპანია საწარმოს დახურვას გეგმავს. ამის მიზეზად კი იმას ასახელებენ, რომ რამდენიმე დღეა ელმავალი დაზიანებულია, ბაგირს ექსპლოატაციის ვადა დაუმთავრდა და გამოსაცვლელია.

„პროტესტი გაგრძელდება იქამდე, სანამ არ შესრულდება ჩვენი მოთხოვნები. ჩვენ გვატყუებენ. გააპარტახეს შახტა მთლიანად, რკინის „ბოლტი“ არ დატოვეს“, - აცხადებს აქციის მონაწილე თეიმურაზ ხაჭაპურიძე.

გაფიცულები კომპანიისგან ითხოვენ გარანტიას, რომ ძიძიგურის შახტი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს. მეშახტეების თქმით, კომპანიამ დაპირება არ შეასრულა და ამ დრომდე სამუშაო პირობები გაუმჯობესებული არ არის. 

მინდელის შახტა 2018 წელს მას შემდეგ დაიხურა, რაც აფეთქებას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.


close დახურვა