logo
ENG



ჩვენ თავს ვიცავდით - აქტივისტს გამომძიებელი ბრალის წაყენებით დაემუქრა

18 დეკ 201908:50
3 წუთის საკითხავი
 
fzj4ca7c87zdcny.jpg

პოლიციელების მხრიდან მუქარა და ზეწოლა ნორმად იქცა. ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრი ლაშა ჭიღლაძე "ფორმულასთან" საუბრისას ყვება, რომ ამოცნობის პროცედურაში მონაწილეობაზე უარის თქმის შემდეგ, გამომძიებელი ბრალის წაყენებით დაემუქრა. მას შემდგომ, რაც ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრი მედიას დაუკვაშირდა, გამომძიებელმა ბრალის წაყენება გადაიფიქრა და საქმის ხელმეორედ გადახედვა გადაწყვიტა. საუბარია 10 დეკემბერს პარლამენტთან მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ორ პირსა და მალხაზ მაჩალიკაშვილის „კარვებში" მყოფ ადამიანებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

"ვფიქრობდით, რომ ლაშა ჭილაძის რომ ეს ადამიანები უნდა ამოცენო, მაგრამ საბოლოოდ აღმოჩნდა რომ პირიქით უნდა მომხდარიყო. თურმე ჭილაძისთვის უნდა წაეყენათ ბრალი, რაზე უარი განვაცხადეთ და ამის შემდეგ გვითხრეს რომ ბრალსაც არ წაუყენებენ. რადგან კარგად უნდა გადახედო არსებულ მასალებს",-აღნიშნა ადვოკატმა გოგა ონიანმა. 

ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრის ლაშა ჭიღლაძის თქმით კი დაპირისპირების დღეს პოლიციის მხრიდან შესაბამისი რეაგირება არ ყოფილა. 

"მოვიდა ორი მოქალაქე ნასვამ მდგომაროებაში და აქციის მონაწილეებს უშვერი გინება, შემდგომ კი ცემა დაუწყეს. მოვიდა საპტრულო პოლიცია და როცა გვეგონა რომ დააკავეს, ძალიან მალე უკან მობრუნდნენ და ისევ დაესხნენ თავს აქციის მონაწილეებს. ჩვენ თავს ვიცავდით",-აღნიშნა ჭიღლაძემ.

 

 


close დახურვა