logo
ENG



ჩვენ მივიღეთ ერთი კაცი ეკონომიკა, ერთი კაცის საბანკო სისტემა - ლევან ბეჟაშვილი

16 თებ 202014:07
3 წუთის საკითხავი
 

რა პრობლემებს უქმნის ოლიგარქიული მმართველობა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას - ამის შესახებ საუბრობენ მმართველი პარტიის ოპონენტებიც. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ „თავისუფლების მონიტორის“ ფილმი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ პირად ეკონომიკურ განვითარებაზეა ორიენტირებული და აზიანებს ქვეყანას.

„სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ ვართ ბიძინა ივანიშვილის ქონების, ფინანსური რესურსების ტყვეობაში. ეს ქონება არის ძალიან დიდი საფრთხე ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის", - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

„ახალი საქართველოს“ ლიდერს ეთანხმება ლევან ბეჟაშვილი. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ამბობს, რომ ბოლო რვა წელიწადში ქვეყანა ტრანსფორმირდა ერთ ადამიანზე ორიენტირებულ სახელმწიფოდ. 

„ჩვენ მივიღეთ ერთი კაცის ეკონომიკა, ერთი კაცის საბანკო სისტემა. მთელი ადმინისტრაცია მუშაობს ერთ კაცზე და ეს, რა თქმა უნდა, აზიანებს ქვეყანას. ბიზნესები მუშაობენ ივანიშვილის გამდიდრებაზე", - ამბობს ლევან ბეჟაშვილი.

გიორგი კანდელაკი კი ფიქრობს, რომ  კიდევ ერთხელ დამტკიცდა, თუ როგორ ატყუებს საზოგადოებას ბიძინა ივანიშვილი. როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრი განმარტავს, ფილმი ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილი დიდ მოგებას იღებს ქვეყანაში წარმოებული ბიზნესით. 

„როცა ივანიშვილი ამბობდა, რომ ფულს არ აკეთებს - აი, კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ ის აკეთებს კიდეც ფულს და იყენებს სახელმწიფო აპარატს, რაც მას აყენებს პრეფერენციულ, უპირატეს მდგომარეობაში", - აცხადებს გიორგი კანდელაკი.

შეგახსენებთ, რომ „თავისუფლების მონიტორის“ საგამოძიებო ფილმი „ფორმულას“ ეთერში 15 თებერვალს გავიდა.  


close დახურვა