"ჩვენ გვაქვს საქართველოში აფერისტების შესახებ ერთადერთი რომანი - „კვაჭი კვაჭანტირაძე“. ჩვენ გვყავს ჩინური კვაჭანტირაძე, რომელიც ცდილობს გააცუცურაკოს მთელი ქვეყანა", - ასე აფასებს პოეტი პაატა შამუგია მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს. როგორც მან გადაცემაში "პოლიტიკის ფორმულა სოფო ზურაბიანთან" აღნიშნა, ივანიშვილს აფერისტობა არ გამოუვიდა.
"როგორც ჩანს ეს აფერისტობა მას არ გამოუვიდა. დღეს ხელისუფლება უკვე აღარ არსებობს, ამიტომ არც ამჯერად გამოვრიცხავ პროვოკაციას მთავრობისგან", - აღნიშნავს შამუგია.
მისივე თქმით, პროპროციული არჩევნები გახდა ის გადამწყვეტი მომენტი, რამაც სრულად დააკარგვინა საზოგადოებას ხელისუფლებისადმი ნდობა.
"პროპორციული არჩევნები ნიშნავს იმას, რომ ყველა იღებს იმდენს, რამდენიც ეკუთვნის. ხელისუფლებას, ამ შემთხვევაში, იმის მიღება სურს, რაც მას არ ეკუთვნის. არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს, ვინ იქნება დღეს ხელისუფლებაში, რადგან ივანიშვილმა თავად შეუწყო ხელი ნებისმიერი სისტემის და ინსტიტუტის ჩამონგრევას. შესაძლოა ადამიანების დიდმა ნაწილმა ზუსტად არ იცოდეს, რა არის პროპროციული სისტემა და მათ შორის ვარ მეც. დეტალები ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ საკმარისად ვიცნობ, რომ შედეგი მომწონდეს. სინამდვილეში, იმას კი არ აქვს მნიშვნლობა, რომელ მოდელზე თქვა უარი ხელისუფლებამ, მნიშვნელობა აქვს იმას, რომ მთავრობა იკადრა და სიტყვა გატეხა. ხელისუფლებას დღეს პატივს აღარავინ სცემს", - აღნიშნა პაატა შამუგიამ.