logo
ENG



ჩვენთან წარმოებული პირბადეები დაცვის ყველა კომპონენტს აკმაყოფილებენ - ტიკარაძე

10 აპრ 202013:13
3 წუთის საკითხავი
 

ჯანდაცვის მინისტრი ეკა ტიკარაძე საქართველოში წარმოებული პირბადეების საკითხს და მათ გარშემო შექმნილ აჟიოტაჟს ეხმაურება. 

"ფორმულას" კითხვაზე, რამდენად აკმაყოფილებენ ეს პირბადეები სტანდარტებს, მინისტრმა აღნიშნა, რომ დამცავმა საშუალებამ შემოწმება გაიარა მათ შორის დაავადებათა კონტროლის ცენტრში და პირბადეები სტანდარტებს აკმაყოფიელებ.

"პირბადეებთან დაკავშირებით იყო ძალიან ბევრი მიმოთქმა. ჩვენთვის ცნობილია რომ დაავადებათა კონტროლიც ცენტრიც აქტიურად იყო ჩართული რეკომენდაციების მიცემის კუთხით. ასევე გავიარეთ კონსულტაციები ამ პირბადეებთან დაკავშირებით და იმ დაცვის კომპონენტს, რომელიც უნდა უზრუნველყოს ამ სახის პირბადემ სრულიად აკმაყოფილებენ ამ მოთხოვებს", - აღნიშნა ტიკარაძემ. 


close დახურვა