„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ მათი პარტიისთვის რთული იყო გადაწყვეტილების მიღება, მიეღოთ თუ არა საკონსტიტუციო განხილვებში მონაწილეობა.
სალომე სამადაშვილი მიესალმება იმ ფაქტს, რომ სხვა ოპოზიციონერი დეპუტატები დაუჭერენ ცვლილებებს მხარს. თუმცა, მისივე თქმით, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის მხრიდან ბოიკოტი უნდა იყოს სიგნალი, რომ ქვეყანაში ვითარება კვლავ რთულად რჩება.
„როდესაც ქვეყნის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია თავს იკავებს ამ კენჭისყრაში მონაწილეობით, ჩვენ ამით ვაგზავნით ძალიან ნათელ გზავნილს, მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის, რომ ქვეყანაში რჩება რთული ვითარება და საჭიროა ამ რთულ ვითარებაზე რეაგირება. ზეწოლა იმისთვის, რომ საქართველომ ჩაატაროს დემოკრატიული არჩევნები ოქტომბერში და დემოკრატიული არჩევნებით გაისტუმროს ხელისუფლება სახლში,"- აცხადებს სამადაშვილი.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო განხილვებში მონაწილეობას არ მიიღებს - მათ ეს გადაწყვეტილება დღეს კიდევ ერთხელ გააჟღერეს. პირველი მოსმენის კენჭისყრასა და განხილვებში მონაწილეობას მიიღებს „ევროპული საქართველო“ იმ პირობით, რომ მეორე მოსმენამდე გიორგი რურუას გაათავისუფლებენ საპატიმროდან.