logo
ENG



ჩვენი ბრენდის დნმ-შია ახალგაზრდებთან ურთიერთობა - ზუკა გუმბარიძე

09 მარ 202023:26
3 წუთის საკითხავი
 

სოფო ზურაბიანის „პოლიტიკის ფორმულაში“ არხის გენერალურმა დირექტორმა, ზუკა გუმბარიძემ დააანონსა, რომ ტელეკომპანია „ფორმულა“ მუშაობს აპლიკაციაზე, რათა მომხმარებლებისთვის ინფორმაციის მიღება უფრო მარტივი გახდეს. მისივე თქმით, ბრენდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებთან ურთიერთობა.

„ახალგაზრდები განსაზღვრავენ არჩევნებს, მაგრამ, მაგალითად, თბილისში ფრაგმენტირებულია ამომრჩეველი და ახალგაზრდების ნდობა ხელისუფლების მიმართ არის დაბალი - თუმცა აქ არის მნიშვნელოვანი, რომ აქტივობა არაა ხოლმე მაღალი არჩევნებში და ამაზე უნდა იმუშაონ პარტიებმა. ახალგაზრდების ქცევითი მოდელები არის განსხვავებული მსოფლიოში და როცა დავიწყეთ „ფორმულა“, გვინდოდა, რომ აქ შეკრებილიყვნენ ერთი ღირებულების მქონე ადამიანები და ჩვენი კონტენტი მოეხმარა ყველა მომხარებელს - ამიტომ დავიწყეთ აპლიკაციაზე მუშაობა. ახალგაზრდები სწორედ ასე იღებენ ინფორმაციას და ჩვენი ბრენდის დნმ-შია ახალგაზრდებთან ურთიერთობა", - აცხადებს ზუკა გუმბარიძე.

შეგახსენებთ, რომ დღეიდან, 9 მარტიდან „ფორმულამ“ საცდელი მაუწყებლობა დაასრულა და გადავიდა ახალ ეტაპზე. დღეიდან მთავარ საინფორმაციო გადაცემას ეყოლება ორი წამყვანი და საინფორმაციო ბადე შეივსება ყველა სეგმენტისთვის საინტერესო კონტენტით.


close დახურვა