logo
ENG



ჩვენი ვალია, რომ მიუღებლობა გამოვუცხადოთ ფეიკ-ნიუსებს-იონათამიშვილი

26 ივნ 202012:00
3 წუთის საკითხავი
 
btirem8f018v87f.png

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი თბილისის მერის მიერ დეზინფორმაციის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას დადებითად აფასებს.

იონათამიშვილი ამბობს, რომ ფეიკ-ნიუსებზე საუბარი აქტიურად უნდა დაიწყოს, რადგან დეზინფორმაციის გავრცელება საზოგადოებისთვის შესაძლოა დამაზიანებელი იყოს.

„დადებიტად ვაფასებ, რომ ფეიკ-ნიუსზე საუბარი ჩვენი საზოგადოების მხრიდან აქტუალური ხდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან განგებ, დამახინჯებით გავრცელებული ინფორმაციის გავრცელება შეიძლება იყოს დამაზიანებელი ჩვენი მოქალაქეებისთვის. ჩვენი ვალია, რომ მიუღებლობა გამოვიცხადოთ ფეიკ-ნიუსებს. შეგვიძლია ბევრი მაგალითი მოვიყვანოთ, არა მხოლოდ სახელისუფლებო წარმომადგენელბზე, არამედ არასრულწლოვნების ჩართვაზე ასეთი ტიპის ამბების ფაბრიკაციაში. რაც მეტი საუბარი იქნება ამ საკითხზე, მით უფორ ნაკლები მოტივაცია ექნებათ ამ ფეიკ-ნიუსების ავტორებს“, - განაცხადა დეპუტატმა. 

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერმა კახა კალაძემ კრიტიკულ მედიაზე თავდასხმა დაიწყო. მან "ფეისბუქის" გვერდზე პირდაპირ ჩართვაში ტელეკომპანია "ფორმულა", "მთავარი არხი" და "ტვ პირველი" ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. 

2019 წლის დეკემბერში ფეისბუქმა თავისი პლატფორმიდან, „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული 418 ქართული ანგარიში, კერძოდ 39 პროფილი, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და ინსტაგრამის 22 ანგარიში გააუქმა, რომლებიც ჩართულნი იყვნენ "კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაში", რაც პროსახელისუფლებო, ანტიოპოზიციური და ანტიდასავლურ ნარატივში გამოიხატებოდა. 


close დახურვა