„ევროპული საქართველოს“ წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, მათი მთავარი მიზანია ხელისუფლება აიძულონ, საზოგადოების მოთხოვნა შეასრულონ. როგორც მან პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე აღნიშნა, მთავარი მოთხოვნა, პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება და 20 ივნისს დაკავებული ყველა პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლებაა.
„ჩვენი მოვალეობაა მათ ეს გავაგებინოთ და ვაიძულოთ შეარულონ საზოგადოების მოთხოვნა. ჩატარდეს პროპორციული არჩევნები. ასევე, უნდა გაუშვან ყველა, ვინ 20 ივნისის შემდეგ ჰყავთ დაკავებული. რადგან ხელისუფლებას არ აქვს ლეგიტიმაცია, არჩვენები უნდა ჩატარდეს ვადემდე“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.