logo
ENG



ჩვენი მიზანია მოვიზიდოთ 20 მლრდ. დოლარის ინვესტიცია - მოძრაობა ლელოს პარტიის პრეზენტაცია

22 დეკ 201915:25
3 წუთის საკითხავი
 
ydbnggfgfs8pn3y.jpg

მოძრაობა "ლელოს" პოლიტიკური პარტიის პრეზენტაცია ამ წუთებში მიმდინარეობს. საზოგადოებას მოძრაობის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ახალი პარტია ქვეყანის პოლიტიკურ სივრცეში ახალ სტანდარტს დაამკვიდრებს. ისინი შეეცდებიან საქართველო უფრო განვითარებული და დემოკრატიული გახადონ. 

"მეგობრებო, ქართული საზოგადოება კრიტიკულ ზღვარზეა. ჩიხშია შესული და ვითარება ძირეულად შესაცვლელია. დღეს დარბაზში შევიკრიბეთ ადამიანები, ვინც ამას არ შევეგუებით და ამას შეცვლის. ჩვენ ყველა ერთად ამას შევცვლით. ამიტომ ვაფუძნებთ დღეს ჩვენს პარტიას. გააზრებული გვაქვს, რომ ქვეყანას ცვლის ხედვა და სტრატეგია და არა მეზღაპრეების აუხდენელი ოცნებები. "ლელო" ქმნის ახალ პოლიტიკურ სტანდარტს და არა მხოლოდ დავამარცხებთ არსებულ პრობლემებს, არამედ ახალი ფურცლიდან დავწერთ ჩვენი ქვეყნის წარმატების ისტორიას. სახელმწიფოს მშენებლობის მთავარი მიზანი გახდება ადამიანი. გვსურს, საქართველო იყოს ბედნიერი ადამიანების ქვეყანა და ეს ბედნიერება არაა აბსტრაქტული ცნება, ის გაზოვადია. დღეს ბედნიერების ინდექსის მიხედვით საქართველო 160 ქვეყანას შორის 119-ზე ადგილზეა. ხუთეულშია სკანდინავიის ქვეყნები შედიან და მათი ბედნიერების ინდექსი იზომება ეკოლოგიურის, ეკონომიკურის, მშპ-ს, სიცოცხლის ხანგრძლივობის და სხვა პარალემტრების მეშვეობით. ნებისმიერი ჩვენი სვლა ნიშნავს ყველა ამ მაჩვენებლის გაუმჯობესებას. ეკონომიკა უნდ იყოს მაქსიმალურად თავისუფალი და უნდა ეფუძნებოდეს თავისუფალი ბაზრის პრიციპებს. ქვეყანას სჭირდება უცხოური ინვესტიციები, ჩვენი მიზანია უახლოეს მომავალში მოვიზიდოთ 20 მლრდ. დოლარის ინვესტიცია",-განაცხადა ხაზარაძემ. 

მოძრაობა „ლელოს“ ლიდერებთან ერთად პოლიტიკურ გაერთიანებაში დღეს გაწევრდნენ დავით უსუფაშვილი, ფიქრია ჩიხლაძე და მამუკა კაციტაძე.


close დახურვა