ჩიკაგოს მერმა, ლორი ლაითფუტმა, აშშ-ის პრეზიდენტს "ძალადობის გაღვივებაში" დასდო ბრალი. ლაიტფუტის კრიტიკა გამოიწვია მინეაპოლისის პროტესტთან დაკავშირებულმა მოვლენებმა და ამ ფაქტისადმი ტრამპის დამოკიდებულებამ.
"ტრამპის მიზანია ადგილობრივი მთავრობის პოლარიზაცია და რასიზმთან დაკავშირებით დესტაბილიზაციის გამოწვევა. და მას ამის საშუალება არ უნდა მივცეთ. დაშიფრულად ვიტყვი იმას, რის თქმაც მინდა დონალდ ტრამპისადმი. ეს არის ორი სიტყვა: ერთი იწყება F-ით და მეორე მთავრდება YOU-თი.
მინეაპოლისში საპროტესტო აქციები იმართება, ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მოსახლეობა პოლიციელების მხრიდან ძალადობას აპროტესტებს, რომელსაც აფროამერიკელი მამაკაცი ემსხვერპლა. 46 წლის ჯორჯ ფლოიდი დაკავების დროს დაიღუპა.