ჩილეს პრეზიდენტმა მთავრობა დაითხოვა. სებასტიან პინიერამ გადაწყვეტილება მასობრივი გამოსვლების ფონზე მიიღო. მისი თქმით, ახალი მთავრობის ფორმირებისთანავე სოციალურ რეფორმებზე მუშაობა დაიწყება.
მთავრობის დათხოვნის მიუხედავად ჩილეში გამოსვლები არ წყდება. სანტიაგოში მშვიდობიანი დემონსტრაცია კვლავ სამართალდამცველებთან შეტაკებით დამთავრდა. სპეცრაზმელებმა აქციის ცრემლმდენი გაზით დაშლა სცადეს, პასუხად კი დემონსტრანტებმა ეგრედ წოდებული მოლოტოვის კოქტეილები დაუშინეს. არიან დაშავებულები. დემონსტრაციები ქვეყანაში საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ფასის ზრდას მოჰყვა. ჩილეს მოსახლეობა სოციალური პირობების გაუმჯობესებას ითხოვს.