სანტიაგოში მასშტაბური საპროტესტო აქციები პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებაში გადაიზარდა.
ჩილეს პრეზიდენტის მიერ დაპირებული რეფორმების მიუხედავად სოციალური უთანასწორობის წინააღმდეგ მსვლელობა მაინც გაიმართა. საპროტესტო აქცია სტუდენტებისა და პროფკავშირების ორგანიზებით მოეწყო.
რამდენიმედღიან პროტესტს მთლიანობაში 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაკავებულია 6 ათასზე მეტი ადამიანი. დემონსტრანტები ჩილეში მეტროში მგზავრობის საფასურის გაზრდას აპროტესტებენ.