logo
ENG



ჩინეთი ირანიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციას გეგმავს

03 მარ 202016:25
3 წუთის საკითხავი
 
a7jnv83wfn7xnjb.jpg

ჩინეთის საელჩო ირანიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციას გეგმავს.

CNN-ის ინფორმაციით, პირველი ფრენა ირანიდან დღეს ღამით შესრულდება.

ჩინელი სტუდენტები, რომლებიც ამ დროისთვის ქალაქ ყომში იმყოფებიან, საიდანაც ირანში ეპიდაფეთქება დაიწყო, ავიარეისზე პირველები დარეგისტრირდნენ.

ბოლო მონაცემებით, ირანში კორონავირუსით 1 500 ადამიანია ინფიცირებული, გარდაცვლილთა რიცხვმა კი, 66-ს მიღწია.


close დახურვა