logo
ENG



ჩინეთიდან საქართველოს კიდევ სამი მოქალაქეა ევაკუირებული

09 თებ 202018:50
3 წუთის საკითხავი
 
54zpjlas9g3srl4.jpg

ჩინეთიდან საქართველოს კიდევ სამი მოქალაქეა ევაკუირებული.

მოქალაქეებმა საქართველოს მთავრობას დახმარებისთვის თავად მიმართეს. ექიმის დასკვნის შემდეგ გადაწყდება, გაივლიან თუ არა ჩინეთიდან ჩამოსულები 14-დღიან საკარანტინო პერიოდს. არცერთ მათგანს კორონავირუსის სიმპტომები არ უდგინდება. 

"ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია საქართველოში ჩინეთის ბარათიდან, რომ საქართველოს მოქალაქეებს სურდათ საქართველოში დაბრუნება. მგზავრებმა დაასრულეს ყველა საჭირო საკარანტინო პროცედურა. ამ ეტაპზე ისინი არიან ჯანმრთელები და მათ არ აღენიშნებათ არანაირი სიმპტომი“, - განაცხადა აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ. 


close დახურვა