logo
ENG



ჩინეთიდან ჩამოსული 34 მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

22 თებ 202012:07
3 წუთის საკითხავი
 

ჩინეთიდან ჩამოსული 34 მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. არცერთ მათგანს ტემპერატურის მატება არ აღენიშნება. როგორც საჩხერის საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა განაცხადა 34 პაციენტი განთავსებულია ინდივიდუალურ პალატაში, მათ დარიგებული აქვთ სიცხის საზომი თერმომეტრები. პაციენტები ინფორმირებულები არის იმ სიმპტომებთან დაკავშირებით, რომლის არსებობის შემთხვევაშიც დაუყონებლივ უნდა მიმართოს ექიმს.

„24 ქალია, 2 ბავშვი და 8 მამაკაცი. არიან იზოლირებული. ყველას აქვს თავისი პალატები, სადაც აქვთ ინდივიდუალური თერმომეტრები. ახსნილი აქვთ სიმპტომები, რომ თუ ხველას, სუნთქვის უკმარისობას, ან ქოშინს შენიშნავენ დაუყონებლივ აცნობონ ექიმებს. თუ ვინმეს დაუფიქსირდება ეს ნიშნები, გვაქვს ტესტები და შეგვეძლება ტესტირების ჩატარება“, - განაცხადა საჩხერის საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა.

სპეციალური თვითმფრინავით ჩამოყვანილ საქართველოს მოქალაქეებს  ამ ეტაპზე კორონავირუსის სიმპტომები არ უფიქსირდებათ, თუმცა ისინი 2 კვირას კარანტინში, საჩხერის სამედიცინო ცენტრთან არსებულ სასტუმროში გაატარებენ. ყველა მათგანს თერმოსკრინინგი ჩაუტარდა და ეპიდემიოლოგის კონსულტაცია გაიარეს. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, რამდენიმე მათგანს შესაძლებელია ჰქონოდა შეხება ინფიცირებულ ადამიანებთან, სწორედ ამიტომ გახდა აუცილებელი სპეციალური ღონისძიებების გატარება.


close დახურვა