ჩინეთიდან ევაკუირებულ უკრაინელებს სამშობლოში საპროტესტო აქციით დახვდნენ. ხელისუფლებამ მათთვის საკარანტინო ცენტრი პოლტავის ოლქში გახსნა. მოსახლეობის პროტესტის საბაბიც სწორედ ეს გახდა. დემონსტრანტებმა გზები გადაკეტეს, რასაც სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოყვა, დააკავეს 10 ადგილობრივი.
პარალელურად, კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა სამხრეთ კორეაში. გამოვლინდა დაინფიცირების 31 ახალი შემთხვევა. ყველა დაავადებული ქალაქ ტეგუს ეკლესიაში დადიოდა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ კორონავირუსით დაავადებული სტუმრობდა. საშიში ვირუსით დაიღუპა საკრუიზო ლაინერის ორი იაპონელი მგზავრიც. ჩინეთში კი ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსის მსხვერპლთა რიცხვმა 2 ათას 118-ს მიაღწია.