logo
ENG



ჩინეთის ქალაქ უჰანიდან ქართველი მოქალაქეების ევაკუაცია უახლოეს პერიოდში განხორციელდება

31 იან 202007:50
3 წუთის საკითხავი
 

ჩინეთის ქალაქ უჰანიდან ქართველი მოქალაქეების ევაკუაცია უახლოეს პერიოდში განხორციელდება.

ჩინეთში საქართველოს ელჩის, არჩილ კალანდიას განცხადებით, ევაკუაციის თაობაზე მოლაპარაკებები პარტნიორ ქვეყნებთან და უჰანში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან მიმდინარეობს.

კ​​ალანდიას თქმით, პეკინში საქართველოს საელჩო 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და ინფორმაციის მისაღებად მათ ასობით მოქალაქე უკავშირდება. ელჩის განცხადებით, ჩინეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები უსაფრთხოდ არიან და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

„უახლოეს პერიოდშივაპირებთ ჩვენი მოქალაქეების ქალაქ უჰანიდან ევაკუაციას. ვთანამსრომლობთ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის თირქეთთან. განიხილება რამდენიმე ვარიანტი. ევაკუაციას სჭირდება მკაცრი დაცვა მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მოთხოვნებს, ამიტომ რთული პროცედურაა ამ ევაკუაციის განხორციელება“, - განაცხადა ელჩმა "ფორმულასთან" სატალეფონო საუბარში. 


close დახურვა