საყოველთაო კარანტინის დასრულების შემდეგ პირველად, ჩინეთის ქალაქ უჰანში ვირუსის ახალი კლასტერი გამოვლინდა. 89 წლის მამაკაცის გარდა, კოვიდ 19 დღეს კიდევ 5 ადამიანს დაუდგინდა. გავრცელებული ცნობით, ყველა ინფიცირებული ერთ კომპლექსში ცხოვრობს და ისინი ასიმპტომური პაციენტები არიან.
ინფიცირების ახალი 11 შემთხვევა დადასტურდა რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის მოსაზღვრე გირინის პროვინციაშიც. მომხდარის გამო ქალაქში კარანტინი გამოცხადდა და ყველა საჯარო დაწესებულება დაიხურა. მუშაობა შეწყვიტა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა, ტაქსებს კი ქალაქის დატოვება აეკრძალათ.