ჩინეთმა რუსეთში რეგისტრირებული 2 ავიაკომპანიის - Boeing-ისა და Airbus-ის თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე ჩაკეტა. ინფორმაციას РБК წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
РБК-ს ცნობით, მაისში ჩინეთმა ავიაკომპანიებს მოსთხოვა ელექტრონული დოსიეები განეახლებინათ. ელექტრონული დოსიეებში მოიცავს ინფორმაციას თვითმფრინავებზე, ავიაკომპანიების მეპატრონეებზე და გაფორმებულ ხელშეკრულებებზე.
გამოცემა წერს, რომ ასეთი დოსიეების გამოთხოვა სტანდარტული პროცედურაა, თუმცა ცოტა ხნის წინ ჩინეთში ამ პროცედურაში გარკვეული შესწორებები შევიდა. წყარო ამბობს, რომ რუსეთმა ეს დოსიეები ჩინეთს არ მიაწოდა და სწორად ეს გახდა ორი ავიაკომპანიისთვის ცის ჩაკეტვის მიზეზი.