logo
ENG



ჩინეთმა უკრაინაში რუსეთის ომის შესახებ 12-პუნქტიანი ე.წ. სამშვიდობო გეგმა წარადგინა

24 თებ 202309:52
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/24/8mr49rt9mxjto0j.png

ჩინეთმა უკრაინაში ომთან დაკავშირებით 12-პუნქტიანი ე.წ. სამშვიდობო გეგმა წარადგინა. შესაბამისი გეგმა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა.

ოფიციალური ბეიჯინგი რუსეთის მიერ დაწყებულ ომს "უკრაინულ კრიზისს" უწოდებს.

12-პუნქტიანი ე.წ. სამშვიდობო გეგმა ასე გამოიყურება: ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის პატივისცემა; ცივი ომის მენტალიტეტზე უარის თქმა; საომარი მოქმედებების შეწყვეტა; სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლება; ჰუმანიტარული კრიზისის მოგვარება; მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო ტყვეების დაცვა; ატომური ელექტროსადგურების უსაფრთხოების უზრუნველყოფა; სტრატეგიული რისკების შემცირება; მარცვლეულის ექსპორტის ხელშეწყობა; ცალმხრივი სანქციების შეწყვეტა; საწარმოო და მიწოდების ჯაჭვების სტაბილურობის შენარჩუნება; პოსტკონფლიქტური რეკონსტრუქციის ხელშეწყობა.

ამასთან, ჩინეთის რეკომენდაციებში არ არის დაკონკრეტუებული თუ როგორ უნდა შეთანხმდნენ მხარეები მაგალითად ცეცხლის შეწყვეტაზე.

"მნიშვნელოვანია მხარი დავუჭიროთ მოსკოვისა და კიევის საპასუხო ნაბიჯებს პირდაპირი დიალოგის სწრაფი აღდგენის, სიტუაციაში დაძაბულობის თანდათანობითი შემცირებისა და საომარი მოქმედებების სრული შეწყვეტის სასარგებლოდ", - ნათქვამია დოკუმენტში.

ბეიჯინგი ასევე აღნიშნავს, რომ ატომური იარაღის გამოყენება მიუღებელია.


close დახურვა