logo
ENG



ჩინეთმა უცხოეთის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.

27 მარ 202014:10
3 წუთის საკითხავი
 

ჩინეთმა, საიდანაც დეკემბერში ვირუსი გავრცელდა, უცხოელ მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. მიზეზად ქვეყნის ხელისუფლება ე.წ. იმპორტირებული შემთხვევების რაოდენობის ზრდას ასახელებს.

ჩინეთის ტერიტორიაზე არ შეუშვებენ არც იმ ვიზიტორებს, რომლებსაც მოქმედი ვიზა ან ცხოვრების ნებართვა აქვთ. გამონაკლისი მხოლოდ დიპლომატებს შეეხებათ.

ახალი რეგულაციის თანახმად, ავიაკომპანიებს ქვეყანაში მხოლოდ კვირაში ერთი რეისის შესრულების უფლება ექნებათ. ჩინეთში ბოლო 24 საათში ვირუსის 55 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან შიდა გადაცემას მხოლოდ ერთი უკავშირდება. 


close დახურვა