logo
ENG



ჩინეთში, გეიმერებისთვის კომენდანტის საათი ამოქმედდება

07 ნოე 201909:20
3 წუთის საკითხავი
 
g9ah9fc655018d1.png

კომპიუტერული თამაშების მოყვარულებისთვის ჩინეთში კომენდანტის საათი ამოქმედდება. მთავრობის ინიციატივით, 18-წლამდე გეიმერებს ონლაინ ვიდეოთამაშებში შესვლა 22:00 საათიდან დილის 08:00 საათამდე აეკრძალებათ. კვირის დღეებში სათამაშო დრო 90 წუთით, უქმეებზე კი სამი საათით განისაზღვრება.

არასრულწლოვან გეიმერებს ონლაინ თამაშებზე ყოველთვიურად დასახარჯი თანხის კვოტაც დაუწესდებათ. ახალი რეგულაციის მიზანი კომპიუტერულ თამაშებზე დამოკიდებულების შემცირებაა. ჩინეთი ვიდეოთამაშების ბაზარზე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მოთამაშეა. ამ სეგმენტში ქვეყანა შეერთებული შტატების შემდეგ მეორე ადგილს იკავებს.

 


close დახურვა