![2024/01/22/564mqvywc40cgkv.jpg](/uploads_script3/articles/2024/01/22/564mqvywc40cgkv.jpg)
ჩინეთში, მეწყერში მოყოლილ 50-მდე ადამიანს ეძებენ. მეწყერი იუნანიის პროვინციაში ჩამოწვა.
მიწის მასამ დაფარა და დაანგრია სახლები. ყველაზე მეტად კი ორი სოფელი დაზარალდა.
დამეწყრილ ზონაში 500-კაციანი სამაშველო ჯგუფი მუშაობს. ორი დაკარგული ადგილობრივი გარდაცვლილი იპოვეს. მიმდინარეობს დანარჩენების ძებნის ოპერაცია.
იუნანი ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთით, მთიან ზონაში მდებაორებს. ამის გამო კი მეწყერი ხშირია.