მედიის ცნობით, ჩინეთში, ქვანახშირის მაღაროში აფეთქებას, სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა.
6 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
შემთხვევა გუშინ, პინგდინშანში, ადგილობრივი დროით დაახლოებით 02:55 საათზე მოხდა. აფეთქებისას მაღაროში 45 ადამიანი იმყოფებოდა.