ჩინეთში 4 აპრილი ხსოვნის დღედ გამოცხადდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი 3-წუთიანი დუმილით მიაგეს.
ჩინეთის დროით დილის 10:00 საათზე შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს, ქუჩებში კი მოძრაობა შეწყდა. ბოლო მონაცემით, კოვიდ-19-მა ჩინეთში 3 326 ადამიანი იმსხვერპლა.
დაავადება გასული წლის დეკემბერში ხუბეის ქალაქ უხანიდან გავრცელდა. დღეს კი კოვიდ-19-ს მსოფლიოს 181 სახელმწიფოში ებრძვიან.