logo
ENG



ჩინეთში 6.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა - არის მსხვერპლი

21 მაი 202122:29
3 წუთის საკითხავი
clock 1993
2021/05/21/pvarvh26hckkyuh.jpg

ჩინეთში 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ჩინური სეისმური სააგენტო ავრცელებს. 

მათივე ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები პროვინცია იუნანში იგრძნობოდა. სტიქიას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 17 ადამიანი დაშავდა. 

ადგილობრივი მთავრობის გადაწყვეტილებით, 20 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. სეისმურმა ცენტრმა მოსახლეობას მოუწოდა, შენობების მახლობლად გადაადგილებისგან თავი შეიკავონ. 

ჩინელი სეისმოლოგების თქმით, აღნიშნული პროვინცია სეისმურად აქტიურია და მიწისძვრები ხშირია. 2014 წელს ამავე პროვინციაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად 367 ადამიანი დაიღუპა. 

 


close დახურვა