ჩინეთში გავრცელებული ახალი კორონა-ვირუსი კიდევ ორ ქვეყანაში, ტაილანდსა და იაპონიაშიც გამოვლინდა.
ლაბორატორიულად, ინფიცირების 50-მდე შემთხვევაა დადასტურებული, თუმცა სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ვირუსის მატარებელთა რეალური რიცხვი 1 700-ს აღწევს. ჩინეთის ხელისუფლების მტკიცებით, ახალი ინფექციის ადამიანიდან ადამიანზე გადადების შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა.
კორონა-ვირუსის დღემდე უცნობი ტიპი ჩინეთში დეკემბერში გამოვლინდა და უკვე 2 ადამიანი იმსხვერპლა. უსაფრთხოების მიზნით, შეერთებულ შტატების სამ უმსხვილეს აეროპორტში ჩინეთიდან ჩასული მგზავრების შემოწმება გადაწყვიტეს.